ჟურნალისტი, ფილოლოგი, ლელა კურდღელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
მეგობრებო, იქნებ გაავრცელოთ ეს ამბავი, თორემ შეიძლება ძალიან ცუდ საქციელთან ერთად, კანონდარღვევაც ჩაიდინონ ადამიანებმა!
– გავრცელდა არასწორად გადმოთარგმნილი ტექსტი იმ ღონისძიებების, რომლებიც კორონავირუსისგან თავდაცვისათვის არის საჭირო. სამწუხაროდ, ეს მოხდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კლიპებში.
ლარაპაკია იმაზე, რომ მოვერიდოთ ცხოველებს.
როგორც ირკვევა, ტექსტის ორიგინალი ვერსია გულისხმობს იმას, რომ ზოგადად ხელები დავიბანოთ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ, რაც ისედაც აუცილებელია, თუმცა, კორონავირუსის ცხოველებიდან ადამანზე გადასვლის არანაირი დამადასტურებელი კვლევა არ არსებობს და, ჯერ არც არავის არაფერი დაუდგენია.(ამაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ტექსტში გარკვევით წერია), რაც ჩვენმა კლიპმეიქერებმა არ გაითვალისწინეს.
– მოკლედ, უკვე დაუწყიათ ცხოველების დავნა, რაც ისედაც არ იყო უცხო ჩვენი ხალხისთვის და ახლა საბაბიც მიეცათ!
თან, არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ არავის გაუუქმებია კანონი, რომელიც სჯის ცხოველებზე არაადამიანური მოქცევის გამო! – შესაბამისად, მანამ საკუთარ აგრესიას უდანაშაულო არსებებზე გადაიტანდეთ, იქნებ დაფიქრდეთ.
პ.ს. – კეთილი ინებოს სამინისტრომ და ის შეცდომა კლიპში გაასწოროს! – არ შეიძლება ასე, ყვლა ეთერში ატრიალო კლიპი, რომელიც არასწრი ქცევისკენ უბიძგებს ისედაც დაზაფრულ ხალხს!
გაასწორეთ!!!
კომენტარები