ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ შვიდი წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან კვლევის პასუხი რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. არასრულწლოვანი პაციენტი კლინიკაში რჩება და მას მედიკოსები მკურნალობას სეზონური გრიპის გამო უტარებენ.
ლუგარის ლაბორატორიაში კვლევისთვის კლინიკიდან ექვსი პაციენტის ანალიზებია გაგზავნილი და პასუხებს დღის ბოლომდე ელოდებიან.
კომენტარები