პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განცხადებას აკეთებს მედიასთან:
„ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულია სამართლიანი შეთავაზებები და გადადგმულია ნაბიჯები. ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდანაც ვხედავთ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას და ამას მივესალმებით. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიციას რეალურად სურს დემოკრატიული არჩევნები, მაშინ დღეს მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ყველა ის ძირითადი პირობა, რაზეც შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩაშლის მოლაპარაკებას და არ დაეთანხმება იმ პირობებს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე დღეს არსებული სტატუს-კვო, რაც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში წერია, ოპოზიციას მოუწევს საზოგადოებისა და პარტნიორებისთვის იმის ახსნა, რატომ ჩაშალა მოლაპარაკებები. ჩვენ აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან ერთად, მხარს ვუჭერთ დიალოგის წარმატებით დასრულებას და მზად ვართ, ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი. დღეს არსებული შეთავაზებით მომგები პარტიები ნამდვილად მოიგებენ და ის ვინც წააგებს, ნამდვილად, ობიექტურად წააგებს. ეს სისტემა უზრუნველყოფს, რომ ყველა იმდენ მხარდაჭერას მიიღებს, რამდენსაც რეალურად იმსახურებს,“
კომენტარები