გერმანიაში მცხოვრები ექიმი-პულმონოლოგი, თამარ ჟამურაშვილი:
“აუცრელებს 17-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ კოვიდ-ის შედარებით მძიმე ფორმა და სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია ვიდრე აცრილებს!!
29.08.-ში დაიდო ახალი კვლევის preprint-ვერსია.მონაწილეობა მიიღო ამერიკის 250ზე მეტმა კლინიკამ.გამოკვლეულ იქნენ 37 000-ზე მეტი 18-ზე უფროსი ასაკის კოვიდ-პაციენტები.
კვლევა ჩატარდა 01.01-დან 30.06.21-მდე და ეს ნიშნავს რომ დელტა-შტამის მონაცემებიც მოიცვა.
დასკვნა: 18 წელზე უფროს პოპულაციაში აუცრელებს საშუალოდ 17-ჯერ უფრო ხშირად დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია ვიდრე აცრილებს ანუ 17-ჯერ უფრო ხშირი იყო მძიმე ფორმის კოვიდი აუცრელებში ვიდრე აცრილებში!
დავყოთ ასაკობრივ ჯგუფებად, რადგან ბოლო დღეებში სრულიად ერი ლაპარაკობს იზრაელის ერთ-ერთ კვლევაზე, რომელმაც 50 წ-ზე ახალგაზრდა ხალხში აცრილებსა და აუცრელებს შორის დიდი სხვაობა ვერ ნახა.18-49 წწ. >>23-ჯერ მაღალი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა აუცრელებში
50-64 წწ.>> 22-ჯერ მაღალი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა აუცრელებში
> 65წ >> 13-ჯერ მაღალი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა აუცრელებში
ჩემი კომენტარი: ახალგაზრდებს ისევე როგორც ასაკოვნებს სჭირდებათ ვაქცინაცია!! შენიშვნა: არ მიმაჩნია სწორად ასეთ ფართო საზოგადოებაში მეცნიერული კვლევების განხილვა, თუმცა აუარება განაწყენებული კომენტარი დაიწერა და ბევრმა იფიქრა ინფორმაციას გვიმალავენო… პრობლემა ის არის, რომ ბევრი ურთიერთ გამომრიცხავი კვლევები დაიდება, სანამ საბოლოოდ გაიფილტრება და ჭეშმარიტება დადგინდება. ამის გარჩევა იმ ხალხისთვის, ვინც კვლევებს რეგულარულად არ კითხულობს, შეუძლებელია.
თუმცა არც ის მიმაჩნია სამართლიანად მავანნმა მხოლოდ საკუთარი აზრის დამადასტურებელი მონაცემები მოგაწოდოთ და დაგაჯეროთ სხვები “კეთილშობილურად გატყუებენო”.
ასე რომ რადგან ერი კვლევებს ითხოვს, რა პრობლემაა, დღეიდან განვიხილოთ ყველა ახალი, ხარისხიანი და მნიშვნელოვანი კვლევა…
პირბადე, დისტანცია, ვაქცინაცია – გვიცავს!!
ჯანმრთელობა ყველას!!!
კომენტარები