საქართველოს მასშტაბით მთელი კვირის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა 23 გრადუსამდე მოიმატებს. მთიან რაიონებში 15-20, ხოლო მაღალ მთაში 10-15 გრადუსი იქნება.
ტემპერატურა 15-დან 20 გრადუსამდე მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც. მთაში 10-15, მაღალ მთაში კი 5-10 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ დასავლეთში შესაძლოა 25-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 23 გრადუსს მიაღწიოს.
კომენტარები