იტალიიდან ჩამოსული მგზავრები გადაიყვანეს წუხელ, გვიან ღამით ინფექციურ საავადმყოფოში. აეროპორტში შვიდ მგზავრს სიცხე ჰქონდა.
შვიდივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. სამედიცინო შემოწმება ყველა მგზავრმა გაიარა, თუმცა ვირუსის სიმპტომები მათ არ გამოუვლინდათ.
რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულებს, 8-ს კორონავირუსი არ დაუდგინდა, ამიტომ ისინი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
ინფექციურში ამ დროისთვის 25 პაციენტია მოთავსებული. მათგან კორონავირუსით სამია დაინფიცირებული, 20-ის ნიმუშს სწავლობს ლუგარის ლაბორატორია. შვიდ პაციენტს კი, რომლებიც კლინიკაში წუხელ აეროპორტიდან გადაიყვანეს, ანალიზს დღეს აუღებენ. პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან, სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი.
კომენტარები