სოციალური ქსელი Twitter-ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლება მისცა, რათა არ დაუშვან კორონავირუსის გავრცელების საშუალება.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰონგ-კონგში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში თავიანთი ოფისებში თანამშრომლებს მისვლას უკრძალავენ, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5000-მდე თანამშრომლებს „მტკიცედ სთხოვს“, რომ სამსახურში არ მივიდნენ.
გარდა ამისა Twitter-მა გააუქმა ბოლო თვეში დაგეგმილი ყველა საჯარო ღონისძიება.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებული 48 163 პაციენტია.
კომენტარები