მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებული 48 163 პაციენტია.
ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით კი, ბოლო 24 საათში ვირუსით 31 ადამიანი დაიღუპა, 2 800-მდე ადამიანი საავადმყოფოდან გაწერეს. ჩინეთში ამ დროისთვის ვირუსით 80 151 ადამიანია ინფიცირებული.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 21 იანვარს კი, ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
კომენტარები