პარტია “საქართველოსთვის” წევრი, სოფია ხორგუანი:
“ის ხალხი, სიხარულით რომ გვამცნობთ, გახარიას პარტია რეგიონში კიდევ ერთმა წევრმა დატოვაო, 3 თვის შექმნილი პარტიიდან წევრის წასვლა ასე რატომ უნდა გეჟრიამულებოდეს ამოდენა სახელისუფლებლო პარტიის წევრსა თუ მხარდამჭერს, იმას რომ თავი დავანებოთ, ზეწოლა-მუქარები რომ არ გესირცხვილებათ.
დიახ, ვერცერთი პარტია ვერ გამოეკერება ხელისუფლებას, ეს არც ნაცმოს გამოუვიდა და მის პლაგიატად ქცეულ ოცნებასაც არ გამოუვა. ითვალეთ ახლა თითო-თითო წევრი გახარიას პარტიაში და იმ იმედით იყავით, რომ თქვენგან დამცირებული ადამიანი არჩევნებზე ხმას მოგცემთ, ნაცმოს მართვის სტილის კოპირების მადლით. საქართველოს ხალხი კი მაინც მოვიგებთ ამ ბრძოლას #საქართველოსთვის“
კომენტარები