ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე:
“თბილისი-ვენის რეისი შეფერხდა, რადგან თვითმფრინავის შასი არ დაიხურა აფრენის შემდეგ (ბორბლები არ აიკეცა, ხალხურად).
იმის ნაცვლად, რომ ვარკვევდეთ – რა ტექნიკური სტანდარტით მუშაობს ქართული ავიაბაზრის მონოპოლისტი, პილოტის ჰეროიზაციით დავკავდით.
თვითმფრინავი რომ სავსე ავზით ვერ დაუბრუნდებოდა აფრენის აეროპორტს, ხომ ცხადია?! პილოტი მოიქცა ისე, როგორც ყოველდღიურად ათობით მისი კოლეგა იქცევა. მეც კი მაქვს ასეთი გამოცდილება: ლას პალმასიდან გამოფრენისას არ დაიხურა შასი, შესაბამისად, 2-3 საათის განმავლობაში ფანჯრიდან ლამაზ ხედებს ვაკვირდებოდი, სანამ საწვავის გაიდლაინებში მითითებული ოდენობა დაიხარჯებოდა და უკან დავჯდებოდით. 2-ჯერ გვაჭამეს კიდეც, ამასობაში.
ეს პოსტი პილოტის პროფესიონალიზმს არაფრით აკნინებს. ჩვენს გულუბრყვილობაზე ვწერ, უფრო.
შასი დაფრენისას რომ არ გახსნილიყო და პილოტს, ამის მიუხედავად, დაესვა თვითმფრინავი მშვიდობით, აღტკინებაც გასაგები იქნებოდა.
P.S. თბილისი-ვენის დღევანდელ საფრენ შემედგენლობას პატივისცემას ვუდასტურებ. წარმომომიდგენია, რა გამოიარეს ჩვენნაირი პანიკიორი მგზავრების ხელში თბილისის თავზე 2-საათიანი ტრიალისას.”
კომენტარები