ახალგაზრდა, წარმატებული და ბევრისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი ექიმი-სტომატოლოგი შოთა თედორაძე დღევანდელი ქართული სამედიცინო რეალობის ნამდვილი აღმოჩენაა. მისთვის პაციენტი პირველ რიგში ადამიანია, რომელსაც სჭირდება მაქსიმალური გულისხმიერება ექიმის მხრიდან. შოთა თედორაძემ სულ ახლახან თბილისში გახსნა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური კლინიკა – ,,Pier”, სადაც პაციენტი თავიდან ბოლომდე ჩართული იქნება მისი მკურნალობის პროცესში, მიიღებს პროფესიონალთა გუნდის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, მასზე მორგებული ყველა პირობით.
შოთა თედორაძე განსაკუთრებით სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა, მასთან შეხვედრისას მიხვდებით, რომ თქვენ მისი მორიგი პაციენტი კი არა, უმაღლესი ღირებულების მქონე ადამიანი ხართ, რომელიც მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ადამიანი ძალიან მალე იტყვის თავის ახალ, ღირსეულ სიტყვას არა მხოლოდ ქართულ სამედიცინო რეალობაში. ჩვენ მას დიდ წარმატებებს ვუსურვებთ, რისთვისაც საჭირო ყველა თვისებითაა დაჯილდოებული.
– ბატონო შოთა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახალგაზრდა ხართ, ხალხი გიცნობთ, გენდობათ და გაღიარებთ, შესაბამისად, საკმაოდ პოპულარული ხართ და ძალიან საინტერესოა თქვენი რჩევები, რასაც სოციალური ქსელის მეშვეობით გვიზიარებთ, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია თქვენდამი ამხელა აუდიტორიის ინტერესი?
შოთა თედორაძე: ჩემდამი ინტერესი ვფიქრობ, ჩემი გულწრფელობიდან გამომდინარეობს, ჩემი აზრით, სამყაროში და სახელმწიფოში ყველაზე დიდ ღირებულებას ადამიანი წარმოადგენს და ჩვენი შრომაც ამ ერთი ინდივიდის გარშემო უნდა ტრიალებდეს, რომელიც საბოლოო ჯამში, მთლიან კაცობრიობას წარმოადგენს. როდესაც ექიმი ამ ღირებულებიდან გამოდის, მაშინ ყველაფერი სწორად მიდის მის ქმედებებსა და ზრახვებში. რაც შეეხება რჩევებს, რომლებსაც მე ვაძლევ საზოგადოებას, ეს არ არის ჩემი მოსაზრებები ანუ ჩემი მოფიქრებული, ეს არის დასავლეთის დიდი კვლევებისა და გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნა ,პროტოკოლები და გაიდლაინები, რომელიც ხელშეუხებლად მიმაქვს საზოგადოებამდე.
– რა არის თქვენი ძირითადი მიმართულება?
– ჩემი ძირითადი მიმართულებაა მთლიანი პირის ღრუს რეაბილიტაცია, ფუნქცია და ესთეტიკა, ერთხელ იწესრიგებს ადამიანი პირის ღრუს თავიდან ბოლომდე და შემდგომ ის წყვეტს ექიმთან სიარულს მკურნალობის მიზნით, მხოლოდ მონიტორინგს გადის 6 თვეში ერთხელ.
– ამბობენ, ჯანსაღი და მოწესრიგებული პირის ღრუ ადამიანის სოციალურ სტატუსს განსაზღვრავს?
– ნამდვილად ასეა, საზოგადოებაში დღეს ასეა მიღებული თუ გაქვს თეთრი კბილები, ესე იგი გაქვს კარგი სოციალური სტატუსი, ე.ი გაქვს ჯანსაღი სხეული და რა თქმა უნდა, ხარ უფრო მიმზიდველი!
– თქვენი აზრით, რატომ ვერ მოდიან პაციენტები ხშირად სტომატოლოგთან, შიშის, არასაკმარისი ფინანსების თუ დროის უქონლობის გამო?
– სტომატოლოგებისადმი გაჩენილი შიში, თაობების გამოცდილებაა, წლების წინ სტომატოლოგთან ვიზიტი მხოლოდ ტკივილთან ასოცირდებოდა, ამიტომ ერთი მიზეზი ეს შეიძლება იყოს. მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს პაციენტებს შევუცვალო ძველი, არასწორი დამოკიდებულება, ამისთვის მუშაობის პროცესში ვცდილობ ვიყო უშუალო, მუსიკა მაქვს ჩართული, რომელსაც პატიენტთან ერთად ვარჩევ, ვსაუბრობთ, ვიცინით, ვხუმრობთ და ა.შ. მეორე მიზეზი ნამდვილად შეიძლება იყოს ფინანსური მდგომარეობა, ხოლო რაც შეეხება დროის პრობლემას, არიან პაციენტები, რომლებიც დღის განმავლობაში მუდმივად დაკავებული არიან, თუმცა ეს ყველაზე ადვილად დასამენეჯმენტებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში, დილის 7 საათზეც კი ვიწყებ მუშაობას.
– რა მოთხოვნები აქვთ პაციენტებს სტომატოლოგების მიმართ და რამდენად რეალურია ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება?
– ყველა პაციენტს უნდა თეთრი კბილები. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია, მაგრამ გაუმჯობესება ყველაფრის შეიძლება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ პაციენტების უმრავლესობა იღებს აბსოლუტურ შედეგს, მაგრამ ყველა შედეგი არ არის აბსოლუტური იმიტომ, რომ ზოგჯერ პაციენტის სუბიექტური მოლოდინები რეალურ მოლოდინებს აჭარბებს. ამ შემთხვევაში ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია და პაციენტების მხრიდან გაგების მცდელობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა შეუძლებელს დაარქვას შეუძლებელი! თუმცა მინდა ეს თამამად ვთქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არაფერია თანამედროვე სტომატოლოგიაში შეუძლებელი. ჩემი უპირატესობა ისაა, რომ როდესაც მოდის პაციენტი ჩემთან და ვიცი, რა უნდა მას, ამის მისაღწევად უამრავი გზა არსებობს, რომელსაც ვფლობ. მე უნდა გამოვიყვანო ის რეზულტატი, რაც მას უნდა, ამისთვის შეიძლება გამოვიყენო ფაიფურის ვინირი, ფაიფურის გვირგვინი, ბჟენი, იმპლანტი და ასე შემდეგ.
– ხშირად ამა თუ იმ მეთოდით მკურნალობისას ზიანდება კბილი…
– ექიმმა უნდა იცოდეს ის პროტოკოლები, რომლის მიხედვითაც, ზიანს არ მიაყენებს კბილს, ანუ არსებობს დამზოგავი მეთოდები, რომლის საშუალებითაც კბილი არ ზიანდება. მარტივად რომ აგიხსნათ, კბილს აქვს სამი შრე: ემალი, დენტინი, სისხლძარღვები და ნერვული ბოჭკოები, ემალი დაახლოებით 2-2.5. მილიმეტრია, უნდა ხდებოდეს ემალის ნახევრის ამოკვეთა, დაპრეპარირება, რათა ერთის მხრივ გვირგვინს ქონდეს კარგი მოჭიდება დარჩენილ ემალთან და მეორე, არ მოხდეს დენტინზე ზემოქმედებით კბილის ცხოველმყოფელი ორგანოს ანუ პულპის დაზიანება. როდესაც კბილს ჩამოეცმება გვირგვინი, მასზე აღარ მოქმედებს მჟავური გამღიზიანებელი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორად გაკეთებული გვირგვინი იცავს კბილს შიგნით დაზიანებისაგან.
– რა არის ვინირი და რა არის გვირგვინი?
– ვინირი არის კბილის ნახევარი ზედაპირის დაფარავა ხელოვნური ემალით, ხოლო გვირგვინი არის მთლიანი კბილის ზედაპირის დაფარვა.
– ხშირად გყავთ პაციენტები სხვადასხვა ქვეყნიდან, თქვენი აზრით, რატომ ირჩევენ უცხოელი პაციენტები ქართველ სტომატოლოგებს?
– ძირითადი მიზეზი ფულის დაზოგვაა, ზოგადად, მოგეხსენებათ საქართველო ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ერთ-ერთი კარგი ადგილია, ვგულისხმობ ბიზნესზე დაკისრებულ მცირე ოფიციალურ გადასახადებს და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალი ფასით ვაწარმოოთ სერვისი ანუ ექსპორტი ვაწარმოოთ ადვილად და ეფექტურად. ამასთანავე ეს ფაქტი ექიმს კარგ შემოსავალს და კარგი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს (ვისაც ამის სურვილი აქვს). გარდა ამისა, ბევრმა უცხოელმა პაციენტმა მითხრა, რომ არსებობს ასეთი გავრცელებული მოსაზრება – „თუ გინდა კარგი კბილები გაიკეთო, უნდა ჩახვიდე საქართველოში“, ძალიან საინტერესოა მათი დამოკიდებულება და სასიხარულო. ქართველი ექიმისთვის ადვილად ხელმისაწვდომია ევროპაში განათლების მისაღებად წასვლა და ამას ვაკეთებთ კიდეც, რაც აისახება ხარისხზე და შესაბამისად ეს იწვევს სხვა ქვეყნებიდან პაციენტების მომართვიანობის ზრდას!
– თავად რომელ ქვეყნებში იყავით ამ მიზნით?
– მე ვიყავი გერმანიასა და ნორვეგიაში, თუმცა, ნორვეგიაში გლობალური ჯანდაცვის მიმართულებით ვსწავლობდი.
– ანუ ამ მიმართულების ინტერესიც გაქვთ, რა არის თქვენი მაქსიმუმი?
– საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი ვარ და ლექციებს ვკითხულობ საქართველოს უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტში, რაც შეეხება საბოლოო დანიშნულების ადგილს, ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ, მინდა შევქმნა ისეთი მომავლის კლინიკა სადაც რამდენიმე საკითხი იქნება საკვანძო: პროფესიონალიზმი, ადამიანი, როგორც ღირებულება და ეთიკა. ამ სამი საკითხის შერწყმა და იმპლემენტაცია აკლია თანამედროვე მედიცინას. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში სადაც ყველაფერი კაპიტალიზმმა გადაყლაპა, მართალია კაპიტალიზმის გარეშე ვერ განვითარდებოდა კაცობრიობა ისე, როგორც ახლა არის, მაგრამ დღეს როგორმე უნდა წავგლიჯოთ კაპიტალიზმს ის ღირებულებები, რომელიც დაიკარგა ამ გზაზე. საჭიროა პირველ ადგილზე ადამიანის, მისი პიროვნების, ჯანმრთელობის დაყენება, ასევე პრევენციის წინა პლანზე წამოწევა, რომ სიცოცხლე უფრო ხანგრძლივი და მოქმედი გავხადოთ.
სახელმწიფოს არსებობის უპირველესი ამოცანა ადამიანის კეთილდღეობაა, რადგან ადამიანის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს, სტომატოლოგია საკმაოდ კომპლექსური მეცნიერებაა, რომლის გაგება სამწუხაროდ თვითონ სტომატოლოგებსაც დაკარგული აქვთ, რადგან საგანმანათლებლო სისტემა არ ზრუნავს სტუდენტების სწორად განვითარებასა და ინფორმირებაზე. როდესაც შემოდის პაციენტი ექიმთან, ის მასში არ უნდა ხედავდეს ფინანსებს და კბილებს, რომელიც უნდა გაუკეთდეს. თუმცა როგორც „სწვდება“ ექიმს განათლება და მორალი, ისე ემსახურება პაციენტსაც. ამაში დამნაშავე მხოლოდ ექიმი არ არის, არამედ საგანმანათლებლო სისტემა.
– თქვენ ამ ყველაფრის შესაცვლელად, ალბათ, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა გჭირდებათ, გიფიქრიათ დეპუტატობაზე?
– დეპუტატობაზე არ მიფიქრია, იმიტომ რომ დეპუტატები არ არიან ისინი, ვისაც რეალურად რამის შეცვლა შეუძლიათ. ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვიფიქრებდი ამაზე. ვფიქრობ, ხალხი, მათი ცნობიერება და მეცნიერება ცვლის ყველაფერს. ყველაზე დიდი დეპუტატი მაშინ ხარ, როდესაც შეგიძლია ადამიანის ცნობიერება შეცვალო, შეცვალო მისი ცხოვრების პირობები უკეთესობისკენ როცა შეგიძლია ამისთვის იბრძოლო, იშრომო. მაგალითად, მე თუ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში პირობითად 200000 ადამიანს მოვემსახურები და მათ ცნობიერებასა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ვიქონიებ გარკვეულ დადებით გავლენას და შევცვლი უკეთესობისკენ, გაცილებით მეტს გავაკეთებ, ვიდრე ნებისმიერი გავლენიანი დეპუტატი.
– ძალიან მალე გახსნით საკუთარ კლინიკას, რითიც ახალ სიტყვას იტყვით ქართულ სამედიცინო რეალობაში, მოგვიყევით, რა შესაძლებლობების იქნება და რას შესთავაზებთ პაციენტებს?
– ეს იქნება ნამდვილი ესთეტიკური სტომატოლოგია, მაგრამ ეს არ იქნება ის ესთეტიკური სტომატოლოგია, რასაც დღევანდელი კლინიკების აბსოლუტური უმრავლესობა გულისხმობს. აუცილებლად შევქმნით მენეჯმენტის ისეთ მაღალ დონეს, რაც ჯერ არ ყოფილა საქართველოში. სხვადასხვა პერიოდით ვმუშაობდი საკმაოდ კარგ და აღიარებულ სტომატოლოგიურ კლინიკებში და ყველაზე დიდი ხარვეზი, რაც ამ პერიოდში დავინახე, იყო ფასის შეუსაბამო მომსახურება, მაშინ როცა სრულიად თავისუფლად იყო შესაძლებელი ამის მიღწევა. ხშირად პაციენტები ვერ იღებდნენ იმ დონის მომსახურებას, რა მოლოდინიც ქონდათ ფასიდან გამომდინარე. დღევანდელი თანამედროვე ადამიანი დაკავებულია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა კლინიკა, რომელიც მორგებული იქნება ადამიანის დროზე. ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმგვარი დამატებითი სერვისების არსებობაზე კლინიკაში, რომელზეც წარმოდგენაც კი არ აქვს არც ერთ მათგანს, თუ რა შეიძლება ეს იყოს (პაციენტებს არ მოუწევთ ლოდინი). ასევე მოვერგებით მათ პიროვნულ მოთხოვნილებებს. პაციენტი კი არ მოერგება კლინიკას, არამედ თავიდან ბოლომდე ჩვენ მოვერგებით მას. ეს იქნება საკმაოდ მობილური პროცესი, რომელიც დროთა განმავლობაში დახვეწას საჭიროებს, თუმცა საკმაოდ კარგ დონეზე ვართ ასული. რადგან ეს მიმართულება ავიღე, ამით უკვე განვსხვავდები სხვა სტომატოლოგიურ კლინიკებისგან. მეყოლება ჯგუფი, რომელიც პაციენტის შემოსვლისთანავე, მხოლოდ მისი – ერთი ადამიანის ირგვლივ იქნება მობილიზებული. დაახლოებით ხუთი ადამიანი იმუშავებს ერთ პაციენტზე, ჩატარდება ციფრული პროტოკოლით ფოტოების გადაღება, რენტგენოლოგიური კვლევა და ციფრული დაგეგმარება. ჩვენ შეგვეძლება პაციენტი ონლაინ ჩავრთოთ უშუალოდ დაგეგმარების პროცესში და დაესწროს ექიმების მსჯელობას, ნახოს, ვინ მუშაობს მასზე. პაციენტი ვალდებულია, გაიგოს რატომ და რაში იხდის ფულს, ვინ არის მისი ექიმი და როგორ აზროვნებს. ხშირად მოდიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, მე თქვენ გენდობით, შოთა ექიმო. თქვენ კი მენდობით, მაგრამ მე ისეთი რაღაც უნდა გითხრათ და თქვენ ეს უნდა გაიგოთ, რაც საბოლოოდ რეზულტატზე აისახება, ორი მიზეზია, თუ რატომ უნდა იცოდეთ, რას გიკეთებთ: 1. დარწმუნებული იყოთ, რომ ამაზე უკეთესი არსად არ გაკეთდება; 2. მე თქვენ სისულელეს არ გიკეთებთ.
– როგორ შეარჩიეთ კლინიკის სახელი?
– ეს არის პიერ ფოშარის სახელობის კლინიკა და ერქმევა „Pier“. პიერ ფოშერი იყო ადამიანი, რომელმაც პირველმა გადააქცია სტომატოლოგია აკადემიურ სივრცედ, იქამდე სტომატოლოგია იყო მეყასბეების და მესაათების სივრცე, მარტივად რომ ვთქვათ, იმ ადამიანების საქმე, რომლებთაც წვეტიანი ინსტრუმენტები ქონდათ და შეეძლოთ კბილის ამოღება, რადგან მაშინ ეს იყოს სტომატოლოგიის მაქსიმუმი. თუ არ ჩავთვლით ოქროს ხანის ჯანდაცვის სისტემებს, რომელიც რომს ჰქონდა ანუ სადაც პრევენცია და პირის ღრუს მოვლა უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი.
პიერ ფოშარმა პირველი ხუთტომეული დაწერა, რომლითაც ეს საქმიანობა ახალ შესაძლებლობებს აზიარა და სწორედ მისი დამსახურებით და ჩართულობით შეძლო სტომატოლოგიამ ამ დონეზე განვითარება. მინდა სწორედ ასეთი გარდამტეხი როლი ვითამაშო ამ სივრცეში. დღეს პიერის ნაშრომები ოქსფორდის უნივერსიტეტში დევს და ჩემი მეგობრის დახმარებით, რომელსაც კარგი კონტაქტები აქვს უნივერსიტეტთან, შევეცდებით, რომ მისი ასლები მოვიპოვოთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ დღეს არსებობს პიერ ფოშარის აკადემია, რომლის უმთავრესი მიმართულებაა მსოფლიოში სტომატოლოგიური აკადემიური განათლების გავრცელება, რომელშიც აუცილებლად აქტიურად ვიქნებით ჩართული. სტომატოლოგიის სამეცნიერო მხარე საქართველოში არ არის პოპულარული და ჩემი კლინიკა აუცილებლად დაიწყებს მის პოპულარიზაციას.
– Pier-ის ფილიალების გახსნა თუ იგეგმება?
– საქართველოში მინიმუმ 2-3 ფილიალი აუცილებელად გვექნება, მოთხოვნიდან და მიწოდების საჭიროებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, დიდ ქალაქებში, რომელთა შორისაც ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ოზურგეთი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ხომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება? მინდა ევროპელებმა ნახონ, რომ ჩვენც ზუსტად ისე შეგვიძლია ვიცხოვროთ და ავაწყოთ საქმე, დასავლური აზროვნებით, როგორც მათ.
მისამართი: მელიტონ ქანთარიას 5
Facebook: GDN-pier; DR.shota tedoradze
კომენტარები