სპორტული ჟურნალისტი, ბექა ქავთარაძე:
“გვირაბის ბოლოს კვლავ სიბნელეა, ან საერთოდაც არ არის გვირაბი და მარადიულ უკუნში გავიჭიედეთ….
ანუ როგორ გადაიქცა საქართველოს ნაკრები, არარაობიდან არარსებობამდე.
რამდენი მიზეზიც არ უნდა დავწეროთ და გავარჩიოთ (რომლეთა აბსოლიტური უმრავლესობა იქნება ვალიდური)
სინამდვილეში ერთადერთი მიზეზი რის გამოც იქ ვართ სადაც ვართ არის ის რომ იდიოტების ხელშია ქართული ფეხბურთი.
დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან დასრულებული ეროვნული ჩემპიონატით.
ამდენი იდიოტი ერთად ერთ სისტემაში დიდი იშვიათობაა.
წლები გადის, იცვლებიან ფედერაციის პრეზიდენტები, სპორტის მინისტრები, ხელმძვანელი პირები, ასაკობრივი, ეროვნული და ელიგის რკლუბების თავკაცები, შედეგი კი არ არის, ყოველ ჯერზე გვიჩნდება განცდა რომ აი ახლა უფრო უკან(ალში) ვართ ვიდრე წინა წელს ვიყავით.
რა გვეშველება ?
არაფერი არ გვეშველება, გამორიცხულია სალამურის გამოთლა აი იმ ორგანოდან რომელიც თქვენც კარგად იცით რომელია და ამავდროულად ეს ორგანო ასახავს იმ სიტუაციას რასაც ქართული ფეხბურთი ქვია.
ვიცით რომ უხსოვარ დროში (რომელიც მხოლოდ მამების და პაპების თაობას ახსოვს) გვყავდა ოქროს თაობა, ვიცით რომ დღიდან დამოუკიდებლობისა ყოველ ახალ დეკადას მოყვება ახალი იმედისმომცემი ფეხბურთელები. არველაძეები, ქინქლაძეები, ყენიები, ოქრიაშვილები, ანანიძეები, ჩაკვეტაძეები, კვარაცხელიები…
და ვართ იმის იმედად რომ ერთი საშუალო დონის დრიბლიორი ათრევს 10 უსაქმურს, 1 საშუალო დონის მცველი დაიცავს 10 კაცის დასაცავს, 1 საშუალო დონის ნახვევარმცველი ირბენს 10 კაცის მაგივრად და ასე…
1 კაცს შევყურებთ ფეხებში, მის მზეს ვფიცულობთ და როგორცკი მეტოქის ცუდი თამაშის გამო ის პატარა, უსუსური ერთკაციანიიმედი ღვივდება მომენტალურად ვბრუნდებით იქ საიდანაც დავიწყე თხრობა…
30 წლის განმავლობაში იმდენი ფული გვაქვს ჩასხმული ქართულ ფეხბურთში რომ მისი ჯეროვნად და კეთილსინდისერად გამოყენების შემთხვევაში-შეგევძლო ბელგიის დონის ჩემპიონატის მოწყობა.
(რომ გადახედოთ ბელგიის ჩემპიონატში რამდენი დაიხარჯა და რამდენი ჩაიდო, სულ ცოტათი აღემატება იმას რაც აქ იხარჯება)
ჩემი აზრით… მოდი კიდევ უფრო პირდაპირი ვიქნები და, ჩემი აზრით კი არა, ჩემი ნება რომ იყოს. ახლავე შევუწყვეტდი ყველა მუნიციპალურ კლუბს დაფინანსებას.
ყველა დონეზე შევაჩერებდი ფულის ჩასხმას ფეხბურთში.
ერთი სიტყვით იმდენად გადავკეტავდი ფულის ნაკადს რომ ფეხბურთს გაუქმების პირამდე მივიყვანდი.
დარჩებოდა რამოდენიმე კერძო კლუბი და ალბათ როგორც რაგბი არსებობდა (15-20 წლის წინ) დარჩებოდნენ ის 2-3 გუნდი რომლებიც ენთუზიაზმით განაგრძობდნენ არსებობას და კერძო ბიზნესიდან ფინასნების მოსაპოვებლად იძულებულები გახდებობდენ ყოფილიყვნენ კონკურენტუნარიანები.
ანუ თუ გინდა ჭამო, ერთი ადგილი უნდა გაანძრიო.
დღეს, მუნიციპალური გუნდების უმრავლესობა არაფრით განსხვავდება პენისიონერებისგან.
ერიცხებათ ჩვენი გადასახადებიდან ამოღებული ფულით ხელფასები, კიდევ უეფას ან ფიფას დახმარებები და არავის, არცერთ მადგანს არც ფეხბურთელს და მწვრთნელს მითუმეტეს, თავში აზრად არ მოსდის რომ განვითარდეს და გახდეს უკეთესი- მაინც მუქთაა, მაინც მიიღებენ ფულს, რატომ უნდა იწვალონ?
კი სწორედ წაიკითხეთ- მუქთახორები არიან.
გინახავთ ჩემპიონატის თამაშები?
ფეხბურთელები 2-3 მოძრაობას ანდომებენ ბურთის მისაღებად, მაშინ როცა თანამედროვე საფეხბურთო სტანდარტით 2 მოძრაობა ბურთის დასამორჩილებლად ძალიან ბევრია.
ერთი მოძარობაც ბევრია ბურთის დასამორჩილებლად. თანამედროვე სტანდარტით ბურთის ერთდორულად დამორჩილებას და გასწორებას უნდა ახერხებდეს ერთი მოძარობით და მეორე შეხება ბურთთან ან უნდა იყოს პასი ან დრიბლინგის დაწყება- ხომ უყურეთ ესპანეთის ნაკრებს ? კარგად გამოცნდებოდა ეს ზემოთხსენებული “სიახლე”
პარალელურად ქართველი ფეხბურთელების ყურებისას აუტიდან მოწოდებულ ბურთებზე თვალებიდან სისხლიანი ცრემლი მომდის ხოლმე, როგორ იტანჯებიან, როგორ ცდილობენ ამ საშინელი მოხტუნავე, აბეზარი ბურთის დამორჩილებას და როგორ ეხლართებათ წელი და ეხები ერთმანეთში.
რაღაც მომენტში ფეხბურთსაც არ გავს, ის უფრო რაღაც ეგზოტიკურ სპორტს გავს, რომლის სახელიც დაახლოებით ასეთი იქნებოდა. “ის რაც ფეხბურთი არ არის”
მართლა ასეა, ის რაც ელიგაში ხდება ფეხბურთის პაროდიას უფრო გავს ვიდრე თავად ფეხბურთს.
ხოდა 15 თუ არა 10 წელი ნამდვილად არის რაც ეს კითხვა მაქვს- რა შინაარსი აქვს ეროვნულ ლიგას? რატომ ვიხდით გაჭირვებული ქვეყნის კიდევ უფრი გაჭირვებული მოასხლეობა ამ უნიჭო პაროდიაში ფულს? რა შინაარსი აქვს?
შეგახსენებთ რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არცერთი ქართული გუნდი არც ჩემპიონთა ლიგის და არც უეფას თასის დასკვნით (ფინალურ) ეტაპზე არ გასულა….
ჩვენ კი დღემდე ვაგრძელებთიმედგაცრუებისთვის ფულის გადახდას…”
კომენტარები