ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე გრაფიკულ სურათს აქვეყნებს და წერს:
„პირველ ორ გრაფიკზე ხედავთ, რამდენ დროს ვატარებთ სახლში:
ერთზე მთელი პანდემიის განმავლობაში, მეორეზე – 17 აგვისტოდან, როდესაც საქალაქო ტრანსპორტი გააჩერეს.
შემდეგ ორზე არის ტრანსპორტის გაჩერების ეფექტი:ისევ, ერთზე მთელი პანდემიის განმავლობაში, მეორეზე – 17 აგვისტოდან, როდესაც საქალაქო ტრანსპორტი გააჩერეს.
ფაქტია, რომ ტრანსპორტის გაჩერებას აქვს გავლენა ინფიცირების მაჩვნებელზე, რომელიც ამჟამად კლებადია.
მაგრამ ეპიდემიის ეფექტიანი მართვა იმას გულისხმობს, რომ
ვაქცინა დროზე შემოიტანო.
აცრის ტემპი აწიო.
პირბადეების ტარება 80%-ზე და მაღლა გქონდეს.
დიდი თავყრილობები არ დაუშვა.
და არა ის, რომ სიკვდილის ჩარხი როცა დატრიალდება, ტრანსპორტი გააჩერო, სკოლები არ გახსნა და ზიანი ისევ საზოგადოებას მიაყენო”
კომენტარები