სოციალური ქსელის მომხმარებელი ლანა ოსიშვილი წერს, რომ მის დას კოვიდკლინიკაში მუშაობის დროს ხელფასი 219.52 ლარი ჰქონდა სქრინსაც აქვეყნებს:
„ეს ჩემი დის ხელფასია, როცა კოვიდ კლინიკაში მუშაობდა. 24 საათის განმავლობაში 10 წუთიც კი არ ჰქონდა შესვენებისთვის დრო. მორიგეობიდან სახლში მოსულს, რამდენიმე საათში უკან იბარებდნენ, კადრების ნაკლებობის გამო.
ამ დროს ვიღაცები ლატარიაში აცრილებზე თანხას ათამაშებენ. ამაზე სამარცხვინო საქციელი კიდევ რა შეიძლება იყოს, როცა მედპერსონალი ამ მდგომარეობაშია არ ვიცი. დღეს ჩემი და უკვე მეორე თვეა გერმანიაშია სამუშაოდ, სწავლის გადასახადისთვის და სამომავლო გამოცდებისთვის თანხის გამომუშავებისთვის. თვის ბოლოს ბრუნდება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ჭაობში და მყრალ ქვეყანაში დიდხანს არ მოუწიოს გაჩერება! არ იმსახურებს ეს ქვეყანა შრომისმოყვარე, განათლებულ და პროფესიონალ ახალგაზრდებს”
მოგვიანებით, ლანა ოსიშვილმა პოსტი არასაჯარო გახადა:
„დავხურე პოსტი უამრავი გაზიარების და კომენტარის გამო. ვინც დაინტერესდებით, შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია კლინიკებიდან და ამ ერთი მაგალითის საფუძველზე თუნდაც დაადგინოთ იქ მომიშავე პერსონალის შრომა არის თუ არა ანაზღაურების შესაბამისი
მადლობა ყურადღებისთვის
აცრილებს გისურვებთ იღბლიან მოგებას“
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა:
„მე დავინტერესდი, არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ რეგიონების მასშტაბით, რამდენად ერთგვაროვანი იყო მიდგომა იმასთან მიმართებაში თუ როგორია სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. არის დადგენილება, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ არის გამოცემული, რომელიც უზრუნველყოფს და განსაზღვრავს საექიმო პერსონალის და ასევე საექთნო პერსონალის და ზოგადად კლინიკებში დასაქმებული ყველა ადამიანის სახელფასო ანაზღაურებას. გამოიკვეთა, რომ ერთი ექთნის ხელფასი დღესდღეობით არის 1400-დან 1600 ლარამდე, ვინც დასაქმებულია კოვიდკლინიკებში. სანიტრების ხელფასი არის 600-დან 800 ლარამდე. ექიმების ხელფასი აღემატება 5 000-ს ლარს“
კომენტარები