პარტია „საქართველოსთვის“ წევრს ნათია მეზვრიშვილს მისივე გუნდის ყოფილი წევრი ლელა გუჯარაიძე სოციალურ ქსელში დაუპირისპირდა და დაწერა:
„უნამუსოდ მატყუარები ხართ. უბრალოდ გრცხვენოდეთ! რა ძმით დამუქრება და რა სისხლის სამართლის დამნაშავე შვილები?! სასაცილოები და სამარცხვინოები ხართ!!! აი, ამ ბრიფინგის მერე თქვენი პარტია ყაზბეგში დასამარებულია!!!! ძალიან მრცხვენია ერთი თვით მაინც რომ მერქვა თქვენი გუნდის წევრი”
შეგახსენებთ, მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტიული სიის კანდიდატმა, ლელეა გუჯარაიძემ კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც მას ამის შესახებ დაცვის სამსახურში დასაქმებული ძმის მეშვეობით მოსთხოვეს.
კომენტარები