პირველად ათწლეულების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბედ მეორემ დაჯილდოვების ტრადიციული ცერემონია ხელთათმანებში ჩაატარა. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, დედოფლის კანცელარიაში არ დაუზუსტებიათ უკავშირდებოდა თუ არა ეს ფაქტი კორონავირუსით ინფიცირების პრევენციას. სამეფო ოჯახის შესახებ გამოცემის რედაქტორი ჯო ლითლი,ამბობს, რომ დედოფლის მხრიდან ეს გონივრული ნაბიჯი იყო.
„დედოფალი ისეთ ასაკშია, როდესაც ადამიანი მსგავსი ვირუსებისადმი დაუცველია. შეიძლებოდა ცერემონიის გაუქმება, თუმცა დედოფალს სურს ყველაფერი ჩეულებრივი დღის წესრიგით ხდებოდეს“, – აღნიშნა მან.
კომენტარები