10 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და დაბლობში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, თუმცა დღისით უნალექო ამინდი შენარჩუნდება. +10-13 სექტემბრის პერიოდში ჰაერის ტემპერატურა +26-30 გრადუსამდე იმერყევებს.
დასავლეთ საქრთველოს ქალაქებში 10-13 სექტემბერს მცირე ნალექია მოსალდონელი, უმეტესად ღამის საათებში, დღისით კი უნალექო ამინდი ან ხანმოკლე წვიმა იქნება. საშუალო ტემპერატურა 23-27 გრადუსია დანავარაუდევი, ყველაზე მაღალი ტემპერატურა კი ქუთაისში დაფიქსირდება, სადაც ხვალ, 10 სექტემბერს 32 გრადუსამდე დაცხება, მომდევნო დღეებში კი სხვა ქალაქების მსგავსად ტემპერატურა აქაც დაიკლებს და 25 გრადუსი იქნება.
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 10-13 სექტემბრამდე წვიმის სახით ნალექია მოსალოდნელი. მაღალ მთაში ტემპერატურა დღის საათებში +18-28 გრადუსი იქნება. ღამით კი +7 გრადუსამდე დაეცემა.
რაც შეეხება დედაქალაქს – თბილისში +10-12 სექტემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერტურა საშუალოდ +27 გრადუსი იქნება. 13 სექტემბრიდან კი დედაქალაქში გამოიდარებს და +32-33 გრადუსამდე დაცხება.
კომენტარები