საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა:
ვიდეოჩართვას ესწრებოდნენ, გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი და ზვიად კუპრავა.
„საქართველოს აქვს ძალიან ბევრი, კონკრეტული გამოწვევა. როდესაც შენ ჩამოშლილი გაქვს ხელისუფლება, ამას თავისი კონკრეტული ფასი აქვს. ავიღოთ კონკრეტული სიტუაცია, ახლოვდება ნოვრუზ ბაირამი, ირანული ახალი წელი. იცით, რომ ირანელი ტურისტები ხშირად ჩამოდიან საქართველოში, მათ საქართველო ძალიან უყვართ. პრობლემას ვერ ვხედავ, როცა ტურისტი ჩვეულებრივ სიტუაციაში ჩამოდის, რადგან თუ ფულს ხარჯავს, ადამიანს ასაქმებს, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის და საზოგადოებისთვის მხოლოდ კარგია. მაგრამ, დღეს ირანში მასობრივად არის გავრცელებული კორონავირუსი, ჩაკეტილია სკოლები, საზოგადოების შეყრის ადგილები, აკრძალულია კონცერტები.
ამ პირობებში, ნოვრუზ ბაირაიმზე საქართველოში ჩამოსვლას აპირებს 40, 45, შეიძლება 50 000 ირანელი. საქართველოს მთავრობა დღემდე დუმს, არაფერს აკეთებს ამ სიტუაციაზე რეაქცია რომ მოახდინოს. ეს არის კლასიკური ნიმუში, რას ნიშნავს უპატრონო ქვეყანა. ამათ დაუყოვნებლივ უნდა აკრძალონ ფრენები.
ხაზს ვუსვამ, დროებით უნდა აკრძალონ საქართველოში ირანის მოქალაქეების შემოსვლა, სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ირანში იყვნენ, დროებით არ უნდა შემოვიდნენ საქართველოში. ქართველები, ვინც შემოვლენ, მათ უნდა მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, შემოწმება და ა.შ. იმისთვის, რომ არც თვითონ ჩაიგდონ საკუთარი თავი საფრთხეში და არც სხვები. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეების უნდა მივხედოთ.
აბა, ახლა მივიდეს, საქართველოს ვაი მთავრობა და ჩემს ჯინაზე არ აკრძალოს ფრენები. ჩემს ჯინაზე, უფრო მეტად შემოუშვას ირანელები და ვიცით, ამის გამკეთებლებიც არიან“
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები