ახალგორში მცხოვრები სამოქალაქეო აქტივისტი, თამარა მეარაყიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“წლებია მაიგნორებს ხელისუფლება, არ მიმჩნევს რადგან ელის ჩემს სიკვდილს. სიკვდილის პოდიუმზე უფრო კარგად დადიან პოლიტიკოსები ამ ქვეყანაში. წლებია არ ინტერესდებიან რა საშუალებით მაქვს თუნდაც ერთადერთი თავდაცვის საშუალება- კომუნიკაციის.
მთელი ეს პერიოდი კითხულობენ ჩემს სტატუსებს, მასალებს, ერთმანეთს უგზავნიან ვინც მეგობრებში არ მყავს. და პარალელურად დაუღალავად თხზავენ ტყუილებს და ავრცელებენ საკუთარი უუნარობის გადასაფარად, არა მხოლოდ იმიტომ შველა რომ არ შეუძლიათ, მათ ჩემს ადგილას თავი არც წარმოუდგენიათ- სამშობლოს სიყვარული თანამდებობებში და ზეიმ/ ტრაგიკულ დღეებზე აქვთ აწყობილი. მშვიდად უყურებენ სეირს როგორ დაგეგმილად მიტევენ აქ და წლები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ ჩემს ცხოვრებას და ისიც შურთ ამ ყველაფრის მიღმა თმას რომ ვიწესრიგებ ან სიცოცხლის ხალისი რომ მაქვს. და, რატომ არ უნდა მქონდეს? პირველი პირები მებრძვიან, ეს ცოტაა?
როგორ ჰგავხართ ბრძოლის მეთოდებში და რამდენი გაქვთ საერთო უსუსურობაში- ხელისგულივით გხედავთ.
ყველა ჩემს მეგობარს გიგზავნით გულებს, სიყვარულებს და კოცნებს- გავთავისუფლდები და ყველა უნდა შევხვდეთ. დანარჩენი მე ვიცი…”
კომენტარები