ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ერთ-ერთი მძევლად აყვანილი პირი მომხდარის დეტალებზე “დაიჯესტთან” საუბრობს და ჰყვება:
„თავიდან როგორ შემოვიდა არ დამინახავს, უცბად რომ მივიხედე და დავინახე ძალიან შემეშინდა. რომ ნახა რამდენიმეს, ემოციურ ფონზე, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, შენობიდან გაუშვა, ასევე გაუშვა შუახნის ქალი, რომელიც საავადმყოფოდან ახალი გამოსული იყო.
თავდაპირველად, უფრო აგრესიულად იქცეოდა, თუმცა თანდათანობით, ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და ოჯახის წევრებთან სატელეფონო კონტაქტის საშუალება მოგვცა.
რაც შეეხება დანარჩენ თანამშრომლებს, რომლებიც შენობის სხვა ოთახებში იმყოფებოდნენ, მათ ფანჯრებიდან გადასვლა შეძლეს და ასე დააღწიეს თავი შექმნილი ვითარებიდან. მიუხედავად იმის, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, ძალიან მძიმეა იმაზე ფიქრი, როგორ გადგას თავზე შეიარაღებული ადამიანი და არ იცი, რას მოიმოქმედებს. ემოციურად ისევ ძალიან ცუდად ვარ, ვერც წარმოვიდგენდი ასეთი რამ რეალობაში თუ ხდებოდა, მით უმეტეს, მე თუ შემემთხვეოდა”
კომენტარები