ჩინეთში, კორონავირუსთან დაკავშირებით, უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა დაინფიცირებული 98 წლის ქალბატონი. იგი ყველაზე ასაკოვანი პაციენტია, რომელიც ვირუსისგან განიკურნა.
98 წლის ქალბატონი, 55 ქალიშვილთან ერთად, ორი კვირის განმავლობაში მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადიოდა. კლინიკას მან 13 თებერვალს, კრიტიკულ მდგომარეობაში, მიმართა. პაციენტს ტემპერატურა 40 გრადუსამდე ჰქონდა. მკურნალობის ფონზე მისმა ორგანიზმმა ვირუსი დაძლია და იგი გამოჯანმრთელდა.
წყარო – REPORT.GE
კომენტარები