საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ამ წუთებში პარლამენტში მოხსენებით გამოდის:
“ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენია. საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით.
ახლახანს 25 თებერვალს მოვინახულე ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო სკოლა.
იქ დამხვდა სულისკვეთება, რომლითაც უნდა იზრდებოდეს ახალი თაობა.
ჩვენი ღირებულებები უძველეს ქართულ კულტურაზე დგას და ამ უძველესი კულტურის მქონე ერმა დავივიწყეთ რა არის კულტურა სინამდვილეში.
ღირებულებები, რომელსაც ახლა ასე ვივიწყებთ, ქმნიდა იმ უნიკალურ ქსოვილს, რომელმაც საქართველოს გააძლებინა.
კულტურასთან გაუწყლოებამ მისცა გასაქანი საზოგადოებაში შიშს, გაუცხოებას, შეთქმულების თეორიებს.”
გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები.”
კომენტარები