მედეა შაფათავა, რომელიც წლებია ბანკი „ქართუს“ თანამშრომელია, ასევე დაახლოებულია ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
„ოფიციალური განცხადება:
მიმდინარე წლის 27 აგვისტოს დაწყებული კონფლიქტიდან, რომლის ინიციატორი გახლდათ ბანკი ქართუს ამჟამინდელი გენ. დირექტორი, ნატო ხაინდრავა, ამაოდ ველოდი მისგან ბოდიშს ან ოფიციალურ წერილს, თუნდაც სმს-ს. მან თავისივე შეურაცხყოფების სანაცვლოდ ჩემი წასვლის შესახებ განცხადება მისი ბულინგის პასუხად შეცდომით კაპიტულაციად აღიქვა.
მოგახსენებთ, მისი უკანონო ზეწოლის გამო და „აცრის” სარჩულით გამოწვეული შეურაცხყოფების მოტივით იძულებული გავხდი დამეტოვებინა სამსახური.
არ იკმარა ჩემი წასვლა და დაამძიმა სიტუაცია ჩემი სრული დაბლოკვით და მყისიერად და გაუფრთხილებლად შემიზღუდა თანამშრომლებთან დამშვიდობების, ჩემი წასვლის მოტივის ახსნის და პირადი საბუთების გატანის შესაძლებლობა.
მხოლოდ მის ზემდგომ პირებთან კომუნიკაციის შემდგომ მოხერხდა ნაწილობრივ ჩემი პირადი ფაილების გატანა.
(აქვე: ჩემი წერილობითი მიმართვები ბანკის მენეჯმენტის მიმართ უპასუხოდ დარჩა).
მე დღეს საჯაროდ ვითხოვ ზემოხსენებული პირისგან საჯარო ბოდიშს, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ქეისი: მედეა შაფათავა vs ბანკი ქართუ.
მადლობას სამსახურისგან, რომელსაც ჩემი ცხოვრების ზუსტად 1/3 (15 წელი) მივუძღვენი, არ ველი.
ეს არაა დადგმა, არაა თამაში.
დიდი და კატეგორიული თხოვნაა, მოაცილოთ ყველანაირი პოლიტიკური სარჩული. კულუარებში არაერთგზის ვახსენე, რომ პოლიტიკას აქ ადგილი არ ექნება და ყველა პირი, ვინც ამ დაპირისპირებას პოლიტიკურ ელფერს მისცემს, დაიბლოკება ჩემი მხრიდან.
ოდესღაც უნდა მორჩეს სპეკულაცია ჩემი პიროვნებით, დასრულდეს ჩემი დაუფარავი ბულინგი და ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას.
ვიცი, რომ ეს ომი უთანასწოროა. მაგრამ არსებულმა რეალობამ სახვა არჩევანი არ დამიტოვა.
მადლობა ჩემს ორივე დას და ოჯახს თანადგომისთვის.
მისურვეთ წარმატება,“- წერს მედეა შაფათავა.
კომენტარები