პარავენ, თუ არა, ფულს ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თანაგუნდელები?
ბიძინა ივანიშვილის ფული მოპარა მან…კობახიძემ პირადად ხელში ჩაუთვალა ორასლარიანებით ნახევარი მილიონი ლარი…” – აცხადებს “შაბათის ეთერთან” ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გოგი მეშველიანის ძმა, გოჩა მეშველიანი.
გოჩა მეშველიანმა ქართული ოცნების მხარდამჭერთა რიგები დემარშით დატოვა და ჯერ კიდევ 4 სექტემბერს სოციალურ ქსელში, სკანდალური წერილი გაავრცელა:
ამჯერად, ის კიდევ ერთხელ საუბრობს “ტვ პირველთან” ამომრჩევლის მოსყიდვაზე, დაშინებაზე, ფულის მოტეხვაზე, სადამსჯელო რაზმებზე.
შაბათის ეთერი აქვეყნებს “ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატის, გოგა მეშველიანის სავარაუდო მინაწერის სქრინს, სადაც წერია, რომ თუ 80 პროცენტუთ ვერ მოიგებს, ცოცხლად დაწვავენ მას, ვისაც არჩევნებზე ხალხის მიყვანა ავალია.
მოკლეტექსტურ შეტყობინებებში წერია:
“შეაგინონ, ყ** და მ***ი ეძახონ, იქნებ ხელი დაარტყა”
გოგა მეშველიანი “ტვ პირველთან” ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას არ ითხოვს და ამბობს, რომ შესაძლოა, ნებისმიერს გაეგზავნა მისი ტელეფონიდან ეს ტექსტი და ამბობს იმასაც, რომ ტელეფონს ხშირად ტოვებდა ძმასთან.
დღეს მედიამ რამდენჯერმა თქვა, რომ ფულს ბიძინა ივანიშვილს პარავენ, თუმცა, თუ ეს ფული მართლაც გაედინება პარტიის დაფინანსებიდან და პარტიის დაფინანსებას კი, როგორც მედია ამბობს, მართლაც ბიზნესმენებს აიძულებენ, ისევ ჩვენ, ხალხი, ადამიანები გამოვდივართ ამჯერადაც გაქურდულები.
კომენტარები