დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე, შიმშილობას უკვე ივანიშვილის შუშის სასახლესთან აგრძელებს.
ბაღდავაძე ამბობს, რომ შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე დასუფთავების სამსახურში არ აღადგენენ და მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ბაღდავაძე:
“კალაძეს ჟურნალისტებმა რომ ჰკითხეს, ბაღდავაძესთან დაკავშირებით რას გვიპასუხებო – რა დროს ბაღდავაძეაო. ოჯახი მაქვს, ქირით ვცხოვრობთ, არავინ გამაჩნია, ბავშვთა სახლში ვარ გაზრდილი, ერთადერთი საარსებო წყარო ეს მქონდა და დამანგრია სისტემამ. კალაძე, ქალაქის მერი გადამეკიდა უბრალო მუშაკს, იმისთვის, რომ სიმართლე ვთქვი”
ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან 23 აგვისტოს გაათავისუფლეს. როგორც თავად ამბობს, მიზეზი მისი ხმაურიანი განცხადებები გახდა “თბილსერვისში” არსებული კორუფციისა და დამამცირებელი სამუშაო პირობების შესახებ.
თბილისის მერიაში კი ამბობენ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.
კომენტარები