პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, “პრაიმტაიმთან” ამბობს:
“ნიკა მელია “ნაციონალურ მოძრაობას”, დიდი ალბათობით, დატოვებს, ეს არჩევნების შემდეგ მოხდება. ეს პროცესი ახალი არ არის. ნათელია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” გადაწყვეტილებას ღებულობს არა ნიკა მელია, არამედ მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ მას პარტიის დატოვება სწორედ, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო, მოუწევს.
სააკაშვილის მოთხოვნით, ნიკა მელია წაგებულ თამაშში ჩაერთო, როცა მან თბილისის მერობისთვის მოსთხოვა კენჭისყრა. სააკაშვილს გამარჯვებული ლიდერები პარტიაში არ სჭირდება. გავიხსენოთ, ნიკა მელიამ საყვედურის სახით, განაცხადა, მე რომ სააკაშვილი ვიყო, საქართველოში დიდი ხნის წინ ჩამოვიდოდიო, ეს საკმაოდ ხისტი განცხადებაა.
ისიც უნდა ითქვას, რომ მელიამ პარტიაში მიიყვანა თავისი ახალგაზრდული გუნდი, რომელიც ფაქტობირად. დაიკარგა, მელიას ყველანაირი მცდელობა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” რაღაც შეიცვალოს, კრახით მთავრდება და არამგონია, ის ამას დიდხანს შეეგუოს”
კომენტარები