გორში მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი ათობით მოწმობა იპოვა.
ტანია ცერცვაძე, “მთავართან” ამბობს:
“ბალახზე 20-30-მდე პირადობა ეყარა. ეს ძველი ტიპის პირადობები იყო. ყურადღება მიიქცია იმან, რომ პირადობა იყო, სურათი გადავუღე და წავედი, არც პოლიცია გამომიძახებია, არაფერი. არჩევნებს დავუკავშირე მერე”
მომხდარს გორში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც გამოეხმაურნენ. პარტიაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ადგილობრივი არჩევნების გაყალბებისთვის წინასწარ ემზადება და პროცესში მონაწილეობას გორის მერის მოადგილეს, თამაზ შიოშივილი იღებს, რომელსაც არჩევნების მერე გუბერნატორის ადგილს დაპირდნენ.
შიოშვილი ბრალდებებს უარყოფს და სასაცილოს უწოდებს. მისი თქმით, ოპოზიციური პარტია არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების შემდგომ “დესტაბილიზაციისთვის ემზადება”.
კომენტარები