ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის დედა, მხატვარი შარლოტა ჯონსონ-უალი, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას გაზეთი The Telegraph ავრცელებს.
შარლოტა ჯონსონ-უალის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.
2020 წელს ბორის ჯონსონი წერდა:
„დღეს დედის დღეა. დღე, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ მათ ძალისხმევასა და გაღებულ მსხვერპლს, ვინც სიცოცხლე გვაჩუქა. ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში მილიონობით ადამიანი განსაკუთრებულ საჩუქრებს უმზადებს დედებს. ისიც ვიცი, რომ ყველას სურს დედა პირადად მოინახულოს და გამოხატოს თავისი სიყვარული. თუმცა, ვშიშობ, რომ ამ კვირას, დედის დღეს, საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ჩვენს დედებს შეგვიძლია ვაჩუქოთ, არის ის, რომ ავარიდოთ დაინფიცირების რისკი. ეს კი სამწუხაროდ ნიშნავს, რომ მათ უნდა მოვერიდოთ. სჯობს დავურეკოთ მათ, ტელეფონით, ვიდეოზარით და თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ფიზიკური კონტაქტი, ვინაიდან თუ დედათქვენი ხანდაზმული ასაკისაა ან მოწყვლადია, მაშინ, ვშიშობ, რომ სტატისტიკურად, დიდია ალბათობა, რომ დაინფიცირების შემთხვევაში ის გარდაიცვალოს. ნუ დავაყენებთ მათ საფრთხის ქვეშ”
კომენტარები