მეუფე პეტრე ცაავამ “ფორმულას” ეთერში, თქვა:
“ყველაზე მეტად ვინც იცის რა უბედურება ხდება ქართულ ეკლესიაში, ის რომ ქურდები, ავაზაკები და უზნეო ადამიანები არიან შეყრილი, არის ბიძინა ივანიშვილი. მას ხელისუფლებაზე არანაკლებ მაღალი ტექნოლოგიის პირადი მოსმენის აპარატი ჰქონდა პოლიტიკაში მოსვლამდე. 2019 წლის მაისში , როდესაც მე ვწუხდი ეკლესიაში არსებულ მდგომარებაზე და გამოსავალს ვეძებდი ეკლესიის გაწმენდისთვის ივანიშვილმა მითხრა, რომ “ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი რაც ხდება , მაგრამ ახლა მოდის 2020 წლის არჩევნები და მჭირდება ძლიერი, გავლენიანი ეკლესია და ავტორიტეტული პატრიარქი. და მთხოვა რომ არ ამერია ეკლესია
ჩემთან აღსარების დონეზე, მათ შორის სპეცსამსახურის თანამშრომლებს უთქვამთ, რომ გულის არევამდე მივსულვარ, როცა ჩანაწერი მომისმენია, სასულიერო პირზე უთქვამთ ან პირადად მინახავსო. გულის ამრევია სასულიერო პირების, მაღალი იერარქიის ქმედებები, ეს უნდა გაიგოს ქართველმა ერმა…
საშინელებაა სასულიერო პირებში – ნარკომანია, მრუშობა, პედოფილია, მამათმავლობა და ა.შ. ეს ყველაფერი იციან, მაგრამ ითმენენ კომუნისტური აზროვნების გამო იმიტომ, რომ მათ ეკლესია სჭირდებათ არჩევნების დროს.
წინასაარჩევნოდ, გაოგნებული ვიყავი რამდენიმე სასულიერო პირის პოზიციით. ვფიქრობდი, რა დონეზე ჰყავს ხელისუფლებას ალბათ მძევლად, რომ ამას აკადრებინებს, რა დონეზე არიან მძევლად, რომ დუმან ამ უსამართლობის გამო რაც საქართველოში ხდება” , – ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა და არ გამორიცხავს,რომ , სუს-ის მიერ სასულიერო პირებზე ჩანაწერების მომზადება არჩევნებს უკავშირდება.
მისივე თქმით, სახელმწიფომ “რეპრესიული მანქანა აამუშავა”.
“როდესაც ხელისუფლება გაკოტრდა, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების შემდეგ და აბსოლუტური ნდობა დაკარგა, რეპრესიული მანქანა უფრო მეტად ამუშავდა, მათ მოინდომეს თავის უფრო მეტად გადაზღვევა.
შეიძლება იყო მოთხოვნა, რომ პირადად პატრიარქი გამოსულიყო და განცხადება გაეკეთებინა და ღიად დაეჭირა მხარი ხელისუფლებისათვის. ხელისუფლება და კრემლი ხედავს, რომ ხალხს არ აქვს ნდობა და დაკარგულია მათი დასაყრდენი. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ეკლესია, თუმცა ისიც გაშიშვლებული, გაკოტრებული, მხილებული”
კომენტარები