სააგენტო “თაიმერი” ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მეუფე სტეფანე უკომენტაროდ ტოვებს ტერიტორიას.
ადგილზე შეკრებილებმა მეუფეს მიაძახეს:
“მატყუარა, ცრუ, ჭიდაობა კაი იცი ქალებთან… ა, ეს არის ჩვენი ეპისკოპოსი…”
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც მეუფე სტეფანეს ეპარქიის მღვდლები დაუპირისპირდნენ. მათ მოსმენებთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდათ, იმ ბრალდებებთან, რასაც მეუფე სტეფანე მათი მისამართით ახმოვანებდა. მათთვის რამდენიმე ჩანაწერის შინაარსი იყო ცნობილი. “კრიმინალი ხარ, ქვეყნის გამყიდველი და მრუში”- უთხრეს მას ადგილზე შეკრებილებმა.
კომენტარები