ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი:
„ჩემი გვარი უხსენებია გუშინ გახარიას კარიკატურას, ვინმე ქემოკლიძეს და არც თუ ისე კარგ კონტექსტში. ალბათ გამწარდა, ვარაუდი რომ დავუშვი ამ სიბინძურეში მისი მონაწილეობის შესახებ.
ეს კარიკატურა გამოდის და უტიფრად იძახის, დღევანდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოსო. პერსონალურად ჩემთვის არაფერს წარმოადგენს და არჩევნების მერე ისე გაქრება, როგორც ბევრი მისნაირი გამქრალა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია.
თუ ეს კარიკატურა უშვებს, რომ იმ ნაბოდვარში რამე სიმართლეა, მაშინ ამ ნაბოდვარის დამადასტურებლები იმ პერიოდზე მიუთითებენ, როცა ეს კაცი სუსის მთელ ანალიტიკას აკონტროლებდა. ჰოდა თუ ამ ნაბოდვარში რამე სიმართლე ეგულება, პასუხისმგებლობაზე რომ იწყებს საუბარს, შემთხვევით საკუთარი თავით და ხოჯევანიშვილით ხომ არ უნდა დაიწყოს? და თუ ეს არის ფაბრიკაციები და სიბინძურე, რაც სავარაუდოდ ასეა, ცოტა ნათქვამს ტვინი ხომ უნდა დაატანოს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს?
„ჩემი აზრით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისევე, როგორც მთლიანად სახელმწიფომ, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ საქმის არამარტო სამართლიან, არამედ გამჭვირვალე გამოძიებაზე. ჩემი აზრით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა აიღოს. წარმოუდგენელი დანაშაულია თუკი მსგავსი ტიპის მოსმენები ხორციელდებოდა უკანონოდ,“- განაცხადა ქემოკლიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიწვეულმა ექსპერტებმა სამი ადამიანის, მათ შორის, მისი გვარიც დაასახელეს, რომ თითქოს სუს-იდან მასალები მათ გამოიტანეს. კახა ქემოკლიძემ მიმართა აღნიშნულ ექსპერტებს, რომ მათ გვარების ხსენებისაგან თავი შეიკავონ.
კომენტარები