სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული დედა-შვილი და ტაქსის მძღოლი სენაკის მკვიდრები იყვნენ.
მედიის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, სადაც სამი პირი ზუგდიდიდან იყო, ტაქსს შეეჯახა.
შვილს ლილი ბაღათურიას ონკოავადმყოფი დედა ტაქსით საავადმყოფოში მიჰყავდა, რა დროსაც მათ მსუბუქი მანქანა დაეჯახათ.
თვითმხილველის ინფორმაციით, ლილი ბაღათურია და ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო ლილის დედა საავადმყოფოში.
ბაღათურიებს სენაკში ცნობილი საკონდიტრო „აპეტიტო“ აქვთ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა. გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
კომენტარები