პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე, რუსთავი2-ის ეთერში, ამბობს:
“ნარკოტესტის ჩატარება დღეს მსოფლიოში ხდება თმის ღერის მეშვეობით, ეს ტექნოლოგია ყველგან არსებობს ცივილიზებულ ქვეყნებში. ჩვენთან არის შენარჩუნებული საბჭოთა მეთოდი, სადაც საჯარო მოხელის თანდასწრებით, საჯაროდ გიწევს ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
ამ ფორმით, მე ამ ტესტს არ ჩავაბარებ. ცივილიზებული ფორმით ჩავაბარებ. ასევე, მოვითხოვ, რომ არც ერთმა ჩვენმა მოქალაქემ ამ ფორმით არ ჩააბაროს ნარკოტესტი, რადგან ის, ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას ლახავს”
კომენტარები