დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანი, რაც არის მოზრდილი მოსახლეობის 23.1%. ბოლო 24 საათში აიცრა 25 150 ადამიანი
16 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 589 024 აცრა.
ერთი დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.5%.
საქართველოს მთავრობის გეგმით, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.
ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე.
აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც.
კომენტარები