ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი “მთავარი არხის” ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა. საძაგლიშვილი ამბობს, რომ ის, რაც ვიდეომასალებში ჩანს, ჩვენებაშიც არის ასახული.
კერძოდ, მისი თქმით, ბექა ყორშიას გამოკითხვის ოქმში ნათქვამია, რომ ოპერატორი გადმოვარდნიდან მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში იყო უგონო მდგომარეობაში, შემდეგ კი ყორშიამ ის ტროტუარზე გადაიყვანა.
“გუშინვე ღამე მოხდა ბექა ყორშიას გამოკითხვა და ამ გამოკითხვის ოქმში ყორშიამ დააფიქსირა პოზიცია, რომ გადმოვარდნის შემდეგ, რამდენიმე წამი ლევანი უგონო მდგომარეობაში იყო, თუმცა მალევე მოვიდა გონზე, გადაიყვანა და დასვა სავალ გზაზე, რაც ასახულია ამ კადრებში”,- ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
კომენტარები