სოციალურ ჯგუფში Stop-Cov აჭარა სოფია გოთუა, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“სამედიცინო დაწესებულება, როგორც კოვიდის გავრცელების წყარო!
ამ თემაზე, რატომღაც არ მხვდება ინფორმაცია, ან არ ვრცელდება.
ფოტოზე აღნიშნული მამაკაცი ყვითლად, არის კოვიდ პაციენტი, რომელიც დღეს, დღის 3 საათზე, ემერჯენსიში შემოვიდა, ჩემს თვალწინ, რეგისტრატორ გოგონას მოახსენა, რომ კოვიდი ქონდა ანალიზებზე/კვლევებზე იყო გადამისამრთებული და ამ გოგონამ დალოდება სთხოვა და ეს ადამიანიც სხვა, ჩვეულებრივ, დიდი ალბათობით არა კოვიდ პაციენტებში (მეც მათ შორის არა კოვიდიანი ვიყავი) დაჯდა და დაიწყო ლოდინი, როდის მიაქცევდნენ ყურადღებას!!!
რატომ ხდება ისე, რომ პანდემიიდან 2 წელია გასული და ელემენტარული ეს კოვიდ პაციენტების ნაკადის გამიჯვნა, მართვა და იზოლირება ვერ/ან არ ხერხდება?! მარტო კოვიდ პაციენტებს ხომ არ სჭირდებათ სამედიცინო მოსახურება და ემერჯენსი?!
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რიგ დაწესებულებებს სულაც არ ადარდებს კოვიდი გავრცელდება თუ არა და ხელსაც კი უწყობენ ამ პროცესს. სხვა დასკვნის გამოტანა უბრალოდ რთულია. მსგავსი რამ მსმენია ახლობლებისგან ბევრჯერ, დღეს კი საკუთარი თვალით ვნახე და მოვისმინე ეს ყველაფერი
მსგავსი დამოკიდებულების შედეგები მე და ჩემს ოჯახს ძალიან მწვავედ შეგევხო, მაგრამ იგივე გრძელდება აშკარად!”
კომენტარები