მედიცინის დოქტორი, თერაპევტი, თერაპევტ-ტრანსპანტოლოგი, სოციალურ ქსელში, ჯგუფის “stop cov აჭარა“-ს დამფუძნებელი, სოფო ბერიძე, წერს:
“ჯგუფი შეიქმნა 2020 წლის 15 სექტემბერს- სრულიად სპონტანურად, როცა ჩვენს სამუშაო ოთახში, რამოდენიმე რეზიდენტთან და კოლეგასთან ერთად ვმსჯელობდით, როგორ შეგვეძლო ადამიანებისთბის საჭირო ინფორმაციის სწრაფად მიწოდება, დახმარების გაწევა…
მაშინ, იმ ოთახში – ვერ ვიფიქრებდით, რომ
ერთი წელი იქნებოდა აქტუალური კოვიდის თემა და ერთი წლის თავზეც იგივე და უფრო მძიმე თემებზე მოუწევდათ ადამიანებს აქ მსჯელობა, კითხვა, დახმარების გაცემა და მიღება…
დღეს, ერთი წლის თავზე გვინდა, რომ
ეს და სხვა მსგავსი ჯგუფი ძალიან მალე გაქრეს თავისი თემატიკით და აქტუალობით!
დავუბრუნდეთ ჩვეულ, თავისუფალ ცხოვრების და შიშით არ ველოდოთ 11 საათის სიკვდილის ქრონიკას…
გვინდა რომ ქვეყანა გაიხსნას არა ვირუსისთვის, არამედ ჩვენთვის!
აღდგეს და გაძლიერდეს სახელმწიფო ინსტიტუციები ისე, რომ ჯგუფებში და პოსტებში აღარ გვიწევდეს დარღვევებზე საუბარი და დამნაშავეების მონიშვნა…
გვინდა, რომ უცნობი მოქალაქეები გვწერდნენ არა დახმარებისთვის, არამედ ახალი იდეების და პროექტების განხორციელებაში მხარდასაჭერად…
გვინდა, რომ ადამიანები სამედიცინო დახმარებას შეუფერხებლად იღებდნენ იმის მიუხედავად, თუ სად ცხოვრობენ და რომელ სოციალურ კლასს განეკუთვნებიან…
ჩვენ ერთი წლის ვხდებით და ამ დროის მანძილზე ვმოქმედებდით მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, როგორც უმთავრესი ღირებულების გაცნობიერებით და კეთილშობილური მიზნებით!
მადლობა ყველას, ვინც ამ მიზნების განხორციელებაში გვეხმარებოდით!
კომენტარები