“ტვ პირველის” ინფორმაციით, კრიმინალური პოლიცია მთელი საქართველოს მაშტაბით 20 წლის აკო ჭელიძეს ეძებს, მედიის მტკიცებით, სწორედ ის არის შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებელი, რომელმაც ვერაზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას 9 ტყვია ესროლა.
პირველების ინფორმაციით, ჭელიძე არ იცნობდა კვარაცხელიას და მასთან არც კონფლიქტი ჰქონია, პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებლის მკვლელობა მამის საქმიანობის გამო დაუკვეთეს. აღნიშნულ საქმეში ბრალდებული და მიმალვაში მყოფი აკაკი ჭელიძე კოდორის ყოფილი გუბერნატორის, ივერი ჭელიძის, ნათესავია.
შეკვეთილი მკვლელობის კვალი ქურდულ შურიძიებამდე მიდის. ეს არის გამოძიების ვერსიაც, რასაც ახლა კრიმინალური პოლიცია ამუშავებს. სავარაუდოდ 22 წლის ნიკა კვარაცხელია ფიქრის გორაზე დაქირავებულმა მკვლელმა, 2001 წელს მოსკოვში აფეთქებული კანონიერი ქურდის დავით კაკულიას გარემოცვის დაკვეთით მოკლა.
ერთ ერთი ვერსიით, კრიმინალურ ავტორიტეტს, გია გვარაცხელიას და და კაკულიების ოჯახის წევრებს ქონებრივი დავა ჰქონდათ, გია კვარაცხელიას დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა კრიმინალური ავტორიტეტის მეუღლესთან, ეკა გოგლიძესთანაც, ამიტომ დღეს ვერაზე 22 წლის ნიკას გასვენებში მისულები არ გამორიცხავდნენ, რომ შეკვეთილი მკვლელობის უკან კაკულიები იდგნენ.
პირველების ინფორმაციით მკვლელობის შემკვეთი ქილერს მანქანაში ელოდებოდა და იქიდან აკვირდებოდა, როგორ ესროლეს ნიკა კვარაცხელიას 9 ტყვია. ,,სი ნიუსის” ინფორმაციით, კრიმინალური პოლიცია ახლა ორ პირს ეძებს, ჭელიძესა და საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრის, დავით ზალკალიანის, ნათლულს, გიორგი კავილაძეს.
დანაშაულის კვალი მოსკოვში აფეთქებული კანონიერის ქურდის, დათო კაკულიას, ოჯახამდე მიდის. პირველების ინფორმაციით, 20 წლის წინ მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის მეუღლე, ეკა გოგლიძე, ვაკეში, მრგვალ ბაღთან, ცხოვრობს, თუმცა ის მედიასთან კავშირზე არ გამოდის.
კომენტარები