„ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ, ყვარელში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა პარალელურად კი, მოსახლეობას შეხვდა და კანდიდატებთან ერთად არჩევნებზე მოსვლის საჭიროებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ფიქრია ჩიხრაძის, თქმით კანდიდატები, რომლებიც ყვარელში წარადგინეს თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და მათ იციან როგორ დაუდგნენ მხარში ყვარელს.
“ლელო” განაგრძობს მუნიციპალიტეტებში კანდიდატების წარდგენას. ეს არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი თავის დატვირთვით. სამწუხაროდ, აქამდე ვერავინ მოახერხა რეალური თვითმმართველობა ყოფილიყო ქალაქებსა და რეგიონებში, მაგრამ ყველაფერი წინ გვაქვს, ჩვენ უნდა წარვადგინოთ ის გუნდი, რომელიც ორგანულადაა დაკავშირებული თავის მხარესთან, შეუძლია ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრი, ამ პრობლემების გზების მოძიება, შეუძლია ოპონირება და საზოგადოების ჩართვა თავის საქმიანობაში. ყვარელში სწორედ ასეთი გუნდი გვყავს წარმოდგენილი. ამ არჩევნებს აქვს ისტორიული დატვირთვა, არის რეფერენდუმი და ყველამ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. სახელმწიფო არის ჩამოშლის პირას და ჩვენ უნდა ვუშველოთ მას,” – განაცხადა ჩიხრაძემ.
ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია:
ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის N1, N2, N3 უბნებზე ნუგზარ კახაშვილი;
ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის N4,N5,N29 უბნებზე – ვაჟა ბეჟანიშვილი;
შილდის მაჟორიტარობის კანდიდატი – ლევან კაკონაშვილი;
ახალსოფლის,თივის,სარუსოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – თემურ ბერიანიძე;
საბუის,ალმატის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა სამყურაშვილი, ხოლო
ენისელი,გრემის,შაქრიანის, გრძელიჭალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – მარინა მამისაშვილი.
კომენტარები