ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სავარაუდოდ, ფარული ჩანაწერებიდან ნაწყვეტს:
“განხორციელდა მუშაობა პროთურქული ორიენტაციის აქტიური გამტარებლის, “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის დისკრედიტაციის მიზნით. მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე შემუშავდა ლეგენდა, რომ ტ. ნაკაიძემ აშშ-ში სასწავლო პროგრამით გასაგზავნი 7 აპლიკანტისგან ქრთამის სახით აიღო გარკვეული თანხა, რაც გავრცელდა ტ. ნაკაიძის გარემოცვაში, ქ. თბილისში და აჭარის რეგიონში. ხსენებილი მიზნად ისახავს ნეგატიურ ზემოქმედებას ტ. ნაკაიძის პრესტიჟზე და მის მიმართ უნდობლობის ჩამოაყალიბებას აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებში.”
კომენტარები