ლელა კაკულია, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს თავის პირად გვერდზე ახალ პროგნოზს აქვეყნებს.
„ვხედავ, ქალი პოლიტიკოსი ძალიან გაუტევს ეკლესიასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერაფერს გახდება. ეს იმიტომ რომ ეკლესიას მე ვიცავ!
ვხედავ, ქართველ ოლიგარქს თავისი გეგმა აქვს შემუშავებული. ძალიან მალე თვითონვე დაერევა თანამოაზრეებს. ის ცდილობს, ახალი ხალხი შემოუშვას საქართველოს მთავრობაში და ასეც მოხდება.
ამასთან, კაკულია წერს, რომ სინოდი ისე წყვეტს ყველაფერს, როგორც არსებული ვითარება მოითხოვს.
„მერე კი ვხედავ ახალ პატრიარქს. ვხედავ, ქართული ეკლესია არ დაიშლება – პირიქით, ერთ ძლიერ მუშტად შეიკვრება. მოდიან პატიოსანი მღვდლები. ისინი კოსმოსიდან არიან წარმოგზავნილნი. საბოლოო ჯამში საპატრიარქო გაიმარჯვებს, ვინაიდან უფლის საცერი საპატრიარქოშიც იცრება და ხალხს რწმენა უბრუნდება. ეს გადაარჩენს საქართველოს“,-წერს კაკულია.
ამ ინფორმაციას პირად გვერდზე აზიარებს ბასილ კობახიძე, წარწერით:
„ვეთანხმები ლელას: მართლაც უცხოპლანეტელი მღვდლები თუ გვიშველიან“.
კომენტარები