სამტრედიის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის მერობის კანდიდატი დავით ბახტაძე, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებტან ერთად ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
,,ჩვენ ფეხდაფეხ მოვიარეთ სამტრედიის მრავალი სოფელი, უბანი და ქუჩა. ჩვენი მხარდამჭერების ირგვლივ, ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც შეიცვალეს თავიანთი შეხედულებები და ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ. ეს ჩვენთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა და უფრო რთული გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რა მასშტაბზე გადის ამ პროექტებით მოსარგებლეთა რაოდენობა.
ვდგავარ ქალაქში სადაც ჩემი მამის სახელობის ქუჩა არსებობს და ვესაუბრები ამომრჩევლებს. ვარ ამაყი შვილი, ამავდროულად უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული თქვენგანის მიმართ. ჩემი შვილები ამ ქუჩაზე იზრდებიან, როგორც მე ვამაყობ ჩემი მამის ნაკეთები საქმეებით, ასევე მინდა ჩემმა შვილებმა იამაყონ ყოველთვის ჩემით. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მომავლის სამტრედია!
„ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, სამტრედიაში უპრეცედენტო მოცულობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ წინ კიდევ ბევრ გამოწვევა გვაქვს. ჩვენი ერთად დგომა, ცენტრალური ხელისუფლებისა და საზოგადოების მხარდაჭერა, ნიშნავს უფრო ძლიერ, განვითარებულ, გალამაზებულ და მოწესრიგებულ სამტრედიას.
ამაყები ვართ, რადგან ზოგ სოფელში ათწლეულების მოუგვარებელი პრობლემები გადავჭერით. ასფალტ-ბეტონის საფარით მოვაპირკეთეთ ისეთი ქუჩები, სადაც ეს წარმოუდგენლად მიაჩნდათ. წინ ძალიან ბევრი საქმეა, თქვენი მხარდაჭერით ყველა ის პროექტი განხორციელდება, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩემი მიზანია სამტრედია მისი ინფრასტრუქტურით იქცეს მიმზიდველ ქალაქად. ამ მიზანს თქვენი მხარდაჭერით, ჩემს გუნდთან ერთად აუცილებლად მივაღწევ.”-დავით ბახტაძე.
კომენტარები