რუსთავში, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს სცემეს. ივანე გველესიანს გუშინ, გვიან ღამით, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ.
გველესიანი სახის ძვლების მძიმე დაზიანებით კლინიკა “რუსთავშია” მოთავსებული.
ვანო გველესიანის ნათესავი, გიორგი ბურჯანაძე, “მთავართან” ამბობს
“სიგარეტი მოსთხოვა. პირბადე ეკეთა და კეპი ეხურა ეხურა, ამიტომ ამბობს, ვერ ამოვიცნობო. იყო გაფრთხილება, რომ შეშვებოდა პოლიტიკურ აქტივობას, რამდენიმე დღის წინ განცხადებაც დაწერა სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე და შემდეგ პოლიტიკური აქტიურობის გამო ფიზიკურად გაგისწორებითო გააფრთხილეს და სისრულეშიც მოიყვანეს. ეჭვი გვაქვს, რომ “კასტეტით” არის ნაცემი”.
ვანო გველესიანმა რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნებიდან” ოპოზიციის რიგები დატოვა და “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო.
ექიმის, ხათუნა რევაზიშვილის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ მას ცხვირის ძვლები აქვს მოტეხილი და ამავდროულად ტომოგრაფიულმა კვლევებმა თავის ტვინის შერყევა დაადასტურა. ამ დროისთვის ვანო გველესიანი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.
წყარო – მთავარი
კომენტარები