ხმაური იყო ცოტა ხნის წინ დმანისში, სადაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დაჭრეს. კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დაჭრაში “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი და პარტიის სხვა მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.
“დმანისში იგივე ინციდენტი მოხდა, რაც 2020 წელს. აქ იმდენი ნაძირალა დარბის, რომელიც დაუსჯელია და წახალისებულია, ვერც კი წარმოიდგენთ. ჩვენი კანდიდატი ხვდებოდა მოსახლეობას, 20-30 აგრესიულად განწყობილი ადამიანი თავს დაესხა ჩვენ ხალხს, 2 ადამიანია დაჭრილი, კადრები გვაქვს. უამრავი ტელეფონით ვიღებდით. თავდამსხმელები არიან იგივე პირები, რომლებიც შარშან ხელმძღვანელობდნენ, დანა იხმარა დავით დაუთაშვილმა და 2 კაცი მძიმედ დაჭრა, ეს არის შვილი ოცნების მაჟორიტარული კანდიდატი. ამოიღო დანა და ორი კაცი დაჭრა.” – კახა ოქრიაშვილი
კომენტარები