თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე:
– ხელისუფლება ამბობს, რომ სკოლებში სწავლება მაშინ დაიწყება, როცა მასწავლებელთა 80 პროცენტი იქნება აცრილი.
– ეს ზღაპრები არ გვინდა. 100 პროცენტით სანამ არ იქნება სკოლაში მომუშავე პერსონალი აცრილი, რა უნდა იმ სკოლაში ბავშვს? სასაკლაოზე უშვებთ ბავშვებს? გაუშვებთ სასაკლაოზე შვილს? მით უფრო, რომ ვხედავთ, როგორ მოქმედებს ახალი შტამები ბავშვებზე. ყველამ ვიცით, რომ აცრასთან ერთად აუცილებელია, პირბადე, დისტანცია, ჰიგიენა და დავიღალე იმის კითხვით, მოწესრიგდა სკოლები? არის ყველა პირობა შექმნილი ჰიგიენისთვის? დისტანციისთვის?
აიცერით, გამოიყენეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია და ჰიგიენა.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
კომენტარები