ანი დვალიშვილი
გავრცელებულმა ჩანაწერებმა მმართველი გუნდი აიძულა შიდა დაპირისპირება ცოტა ხნით გვერდზე გადაედო და მთლიანად საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებულიყვნენ. რაც არ უნდა სასაცილოდ ჩანდეს, „ოცნების“ რეგიონალურმა ოფისებმა მიიღეს დავალება, რომ არცერთ მუნიციპალიტეტში მეორე ადგილზე არ გავიდეს გახარიას გუნდი, ანუ მმართველ ძალას მთავარ კონკურენტად კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ სურს და ეს გასაგებიცაა – ჯერ ისე არ სძულს ამომრჩეველს „ქართული ოცნება“, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შესაძლებლობა დაუშვას.
აი, გახარია კი სულ სხვა თემაა. რამდენიმე ათასი აქტივისტი სწორედ „ოცნებიდან“ წაიყვანა ექსპრემიერმა და ამის მიუხედავად, მის მეორე ადგილზე გასვლას, ორ მუნიციპალიტეტში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ელიან. საკუთარი შანსები გახარიამაც რეალურად შეაფასადა ამიტომ, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მერობის კანდიდატები და მაჟორიტარები არ წარადგინა, სიის დასახელებით შემოიფარგლა, რაც მის წისქვილზე წყალს აშკარად არ ასხამს.
კომენტარები