ანი დვალიშვილი
ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დღითი დღე ხვდებიან, რომ სააკაშვილი დანაპირებს კვლავ არ შეასრულებს და ეს ისედაც შერყეულ იმიჯს, უფრო შეარყევს. მიშას გამოჩენა საზღვართან მუხტს აშკარად აწევს, ეს იყო რეალურად გათვლაც, მაგრამ ახლა ეს გათვლაც წყალს მიაქვს. როგორც გვეუბნებიან, სააკაშვილმა უკვე თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ვერ აძლევს მყარ გარანტიას იმისას, რომ მას თუნდაც საზღვართან არ დააკავებენ და ქართულ მხარეს არ გადასცემენ. ამიტომ, ვარაუდობენ, რომ ის უკრაინიდან არ წამოვა და მაქსიმუმ კატარღით შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში გავიდეს, ანუ შექმნას მოლოდინი, რომ აქეთ მოდის, სინამდვილეში კი ზღვიდან იძახოს, მიაწექით, იომეთ და თუ მოიგებთ, ჩამოვალო.
გასულ კვირას საქართველოს ერთ-ერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა მოუკლეს. ნიკო კვარაცხელია პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს და არავინ იცის, ამით რა დაკარგა არამარტო ჩვენმა ქვეყანამ, არამედ მსოფლიომ. ბოლო დროს გახშირებული კრიმინალი (გადახედეთ მძიმე დანაშაულების სტატისტიკას) არჩევნების ბრალია. დიახ, არჩევნების, რადგან წინაასაარჩევნოდ ხელისუფლებამ ე.წ. „კაი ბიჭები“ ჩართო საქმეში და ისინი უბან-უბან დარბიან სიტყვებით – „ქურდულს სჭირდება“ ამ არჩევნების მოგება. ამ სირბილის სანაცვლოდ კი, მათ „რაღაც“ გარანტიები მიიღეს, თუმცა ეს „რაღაც“ ყველამ თავისებურად გაიგო და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, აიშვა.
კომენტარები