„ლელოს“ მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილეიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა:
„მე ვარ ანა ბიბილაშვილი, „ლელოს“ მერობის კანდიდატი. ახალი ვარ პოლიტიკაში? არ ვარ. თქვენ პოლიტიკას ეძახით იმას, იმ 9 წელს, რასაც გვაყურებინებთ და იმის წინა 9 წელსაც. პოლიტიკა დაარქვით იმ ურთიერთდაპირისპირებას, ძალადობას, სისხლიან ბანერებს, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და ამ დროს დაგავიწყდათ ადამიანები, ადამიანების საჭიროებები ამ ქვეყანაში და რეალური პრობლემები, რომლის წინაშეც ადამიანები დგანან. მე აქ ვდგავარ, რადგან თქვენი მოქმედებით და უმოქმედობით, ეს ქვეყანა მიიყვანეთ დაღუპვის პირას და ამ ქვეყანას წაართვით მომავალი, ადამიანებს წაართვით პერსპექტივა და იმედი. აქ ვდგავარ, რადგან თქვენ შორის, პატივისცემის მიუხედავად, ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომლის პროფესიაც არის ქალაქი, ქალაქის საჭიროებები და ის მნიშვნელოვანი მიზანი, რომ ქალაქს სჭირდება მასშტაბური ცვლილებები“
კომენტარები