კორონავირუსის საფრთხის გამო ბეთლემში შესვლა დროებით აიკრძალა. საგანგებო განკარგულება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბანეტმა გასცა.
მისივე თქმით, ქალაქში შესვლა ან ქალაქის დატოვება როგორც ისრაელის მცხოვრებლებს, ისე პალესტინელებს ეკრძალებათ. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო პალესტინის ადმინისტრაციამაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ბეთლემის ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსის 7 შემთხვევაა გამოვლენილი. პალესტინის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. შეჩერებულია სასწავლო პროცესი. ისრაელში სულ კორონავირუსის 17 შემთხვევაა აღრიცხული.
კომენტარები