შეერთებულ შტატებში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13-ს მიაღწია. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 226 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის შემთხვევები დღეისათვის მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი.
ვირუსმა მსოფლიოში 3386 ადამიანი იმსხვერპლა. აღრიცხულია ინფიცირების 98 400-ზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 55 600-ს აღემატება.
კომენტარები